აქტუალური თემის ანალიზი 08/2018

PKK-ს ჩრდილქვეშ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები

აქტუალური თემის ანალიზი 08/2018

აქტუალური თემის ანალიზი 08/2018

აქტუალური თემის ანალიზი 08/2018

PKK-ს ჩრდილქვეშ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

თურქეთისა და სირიელი ოპოზიციონერების მიერ აფრინის YPG-ს ტერორისტებისგან გაწმენდისათვის ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს დაწყებიდან პირველი თვე სრულდება და ამავდროულად თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები ამერიკის ტერორის მხარდამჭერი პოზიციის გამო სერიოზული მუქარის ქვეშაა. თურქეთს როგორც სირიის ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება, საფრთხის ქვეშ მიაჩნია, აშშ კი სირიაში ტერორგანიზაცია პკკ-სთან არსებულ ბინძურ ალიანსს დაჟინებით აგრძელებს. ნატოს ორ მოკავშირეს შორის დაძაბულობა ბოლო პერიოდში „ტერორის მხარდაჭერის“ გამო სერიოზული რისკის ქვეშ მოექცა, თუმცა სინამდვილეში წარსულიდან მოყოლებული სერიოზული სტრუქტურული პრობლემები არსებობს. არაბული გაზაფხულის დროს დაკავებული განსხვავებული პოზიციები, აშშ-ს ეგვიპტის გადატრიალების მხარდაჭერა და უპირველეს ყოვლისა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის უკან მდგომი FETÖ-სთან  ჩართულობამ შეარყია თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენი ურთიერთობები ძალზედ კრიტიკულ წერტილშია. ან ურთიერთობებს გამოვასწორებთ ან მთლიანად გაფუჭდება.“ რამაც ნათლად წარმოაჩინა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული ვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ მხარეს ჯიუტად არ სურს გაიგოს თურქეთის სერიოზულობა, საგარეო საქმეთა მინისტრის ჩავუშოღლუს ტილერსონის დეაშ-ის საკითხზე შეხვედრის საუბარზე იმის თქმა, რომ მათ უკვე არა სიტყვის, არამედ მოქმედების ხილვა სურთ, თურქეთის ამერიკის მიმართ ნდობის დაკარგვას აჩვენებს და ამასთანავე მიცემული მაგრამ არ შესრულებული დანაპირების შესრულებას ითხოვს. თუ აშშ თურქეთისათვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ თურქეთი რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამერიკა მოკავშირეობის შესაბამის ნაბიჯებს თუ გადადგამს და თურქეთთან კავშირების გასაუმჯობესებლად რამეს მოიმოქმედებს, ურთიერთ ნდობის აღდგენას მაინც დიდი დრო დასჭირდება.  

 

ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ თურქეთმა საზღვრის გასწვრივ დაგეგმილი ტერორის დერეფნის და ტერორის ნაციონალიზაციის პროქტი ჩაშალა და დაამატა: „აშშ-ი, ტერორგანიზაციების PKK/KCK/PYD/YPG-ს საკითხზე უნდა მოეშვას თურქეთის მოტყუებას. სახელის ან აბრის შეცვლით უნდა იცოდეს, რომ ტერორგანიზაციებს და ტერორისტებს ვერ დამალავს, ასე სინამდვილეს ვერ შეცვლის და ვერავის მოატყუებს. უყოყმანოდ უნდა დათანხმდეს იმას, რომ PYD და YPG ტერორგანიზაციაა, უნდა შეწყვიტოს ტერორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ტერორისტების გაწვრთნა, აღჭურვილობით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა სახით დახმარება. უნდა ამოიღოს ტერორგანიზაციებისათვის დარიგებულ იარაღი.“

ამ მოვლენების შესაბამისად აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრი ტილერსონი თურქეთს მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია. მან ხანგრძლივი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქ კოლეგა ჩავუშოღლუსთან. შეხვედრებზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ერთმანეთს როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს ისე უყურებენ და თურქეთმა კიდევ ერთხელ გადასცა პირველი პირის მეშვეობით ამერიკას თავისი მოთხოვნები. მენბიჩის თაოსნობით სირიის ჩრდილოეთთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოების სახელით მექანიზმის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა თურქეთმა ნათლად განაცხადა, რომ ამერიკასთან მოლაპარაკებების გაგრძელებასთან ერთად პირდაპირ ტერორგანიზაცია PKK/YPG-ზე შეტევას გააგრძელებს.

რა თქმა უნდა, აშშ-სა და თურქეთს შორის არსებული პრობლემები მხოლოდ PKK/YPG-ს საკითხს არ უნდა მივაწეროთ. რეგიონში თურქეთის ძირითად მოთამაშედ არ აღქმის მიდრეკილების მქონე აშშ-ში ვხედავთ, რომ გაბატონებულია ერდოღანის პიროვნების მიმართ კონცენტრირება,  აღმაზე დაფუძნებული თურქეთის ისლამიზაციის რიტორიკა. დიდი ხნის მანძილზე მედია ორგანოების მიერ წარმოებული და თურქეთში თანამონაწილეების მიერ მხარდაჭერილი აღქმა ჩრდილს აყენებს თურქეთის ეროვნულ ინტერესებს და ცვლის კამათის საძირკველს. ამგვარად აშშ-ში თურქეთის „ადამიანის უფლებებს“ და „ადამიანურ ფასეულობებზე“ კამათობენ, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს გავლენის ქვეშ მყოფ გაერთიანებულ არაბულ საემიროებში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში „ადამიანის უფლებები“ და „ადამიანური ფასეულობები“ მნიშვნელოვანია. აშშ-ის ერთმანეთის საპირისპირო ქმედებების ნამდვილი მიზეზი თურქეთის თავისუფალი და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებაა.

შესაბამისად 15 ივლისის FETÖ-ელების გადატრიალების მცდელობის დროს ამერიკის განცხადება „განვიხილავთ მოხდა თუ არა გადატრიალება“, გადატრიალების შემდეგ თურქი ხალხის გვერდით დგომაზე მეტად მეამბოხეების მდგომარეობით დადარდიანება და ინჯირლიქის ბაზის გადატრილებაში საკვანძო როლი სინამდვილეში ორ ქვეყანას შორის გარდატეხის წერტილს წარმოადგენს. ტერორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის აშშ-ში ყოფნა CIA-ს და ამერიკის სხვა ორგანოების მიერ  FETÖ-ს მხარდაჭერამ ძალიან დაძაბა თურქეთთან ურთიერთობები. თურქეთის მიერ ამერიკისათვის წარდგენილი ათობით მტკიცებულების მიუხედავად, ტერორგანიზაციის FETÖ-ს ლიდერის თურქეთისთვის არ გადაცემა და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის არ დაწყება მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, რომ  ამერიკა 15 ივლისის FETÖ-ელების გადატრიალების მცდელობით შეწუხებული არ არის. 

ამერიკასა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობის გამოწვევის მნიშვნელოვანი საკითხია ასევე ეგვიპტეში გადატრიალების შედეგად ჩამოგდებული მუჰამედ მურსის მთავრობა. თურქეთი, მიუხედავად იმისა რომ მხარს უჭერდა ეგვიპტის პირველ დემოკრატიული გზებით არჩეულ პრეზიდენტს, ამერიკის თვალში თურქეთი ისლამისტი მთავრობის მხარდამჭერი იყო. ამერიკა კმაყოფილებით შეხვდა სისის გადატრიალებას, თურქეთი კი მურსის მთავრობის მხარდაჭერას აგრძელებს, რაც ახლო აღმოსავლეთისთვის ამერიკასა და თურქეთს შორის მნიშვნელოვანი აზრთა განსხვავების მაჩვენებელია. შედეგად თურქეთი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სახელმწიფოების მთავრობების ხალხის მიერ არჩევას უჭერს მხარს, აშშ-ს მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედი მთავრობები სურს. ამერიკაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ახლო აღმოსავლეთში თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსასვლელი მთავრობები არ იქნება ამერიკის მომხრე და საფრთხეში ჩააგდებს აშშ-ს ინტერსებს. წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი ჯან აჯუნი

 


საკვანძო სიტყვები: აშშ , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები