აქტუალური თემის ანალიზი 10/2018

თურქეთის აფრიკის პოლიტიკა

აქტუალური თემის ანალიზი 10/2018

აქტუალური თემის ანალიზი 10/2018

აქტუალური თემის ანალიზი 10.2018

თურქეთის აფრიკის პოლიტიკა

ჯან აჯუნი

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

გთავაზობთ პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს: თურქეთის „მრავალმხრივმა პოლიტიკამ“ თურქეთის აფრიკის კონტინენტზე ახალი გასვლის განხორციელებაც თან მოიტანა. აფრიკის პოლიტიკის ფარგლებში თურქეთმა მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება განახორციელა, განავითარა დიპლომატიური ურთიერთობები და აფრიკაში სტრატეგიული მონაპოვარი მიიღო.  თურქეთის „კოლონიზატორული“ გაგებით არ მოქმედება და აფრიკის ქვეყნებთან ერთობლივ მოგებაზე დაფუძნებული კავშირის დამყარება თურქეთის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ალჟირის, მავრიტანიის, სენეგალისა და მალის მომცველი აფრიკული ტურნე თურქეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

თურქეთის აფრიკასთან სავაჭრო ბრუნვა 15 წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა და 17,5 მილიარდ დოლარს მიაღწია. აფრიკაში პირდაპირი თურქული ინვესტიცია 2003 წელში 100 მილიონი დოლარი იყო 2017 წელში კი ეს ციფრი 6,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის აფრიკაში ბოლო ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის ბევრი ხელშეკრულება გაფორმდა. ამასთანავე ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდისათვის ახალი მიზნები განისაზღვრა. მაგალითად, სენეგალსა და თურქეთს შორის სავაჭრო ბრუნვის 250 მილიონ დოლარამდე გაზრდის შემდეგ ახალ სამიზნედ 400 მილიონი დოლარი დასახელდა.

თურქეთის აფრიკის პოლიტიკა დასავლეთის კოლონიალური მიდგომისგან განსხვავებით „მოიგე-მოიგე“-ს პრინციპით ფორმირდება. პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ალჟირში ვიზიტის დროს ალჟირელი ჟურნალისტის მიერ  ოსმალეთზე მინიშნებით დასმულ შეკითხვაზე „თურქეთი ალჟირს კოლონიად მიიჩნევს თუ არა“ უპასუხა: „ასე რომ ყოფილიყო, ამ შეკითხვას არა ფრანგულად არამედ თურქულად დამისვამდით“ და ეს პასუხი ზუსტად ასახვას თურქეთის აფრიკის პოლიტიკის დასავლეთის კოლონიალური გაგებისგან განსხვავებას.

თურქეთის აფრიკის პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი ჰუმანიტარული დიპლომატიაა. თურქეთი ეროვნულ შემოსავალთან შედარებით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების გამწევი ქვეყანაა, რაც იმის მაჩვენებელია თურქეთი ჰუმანიტარულ საგარეო პოლიტიკას რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თურქეთი, რომელიც შიმშილთან, გვალვებთან და სიღარიბესთან ბრძოლაში აქტიურ როლს თამაშობს, ასევე ომით დაზარალებულებს და ავადმყოფებსაც ეხმარება.

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მეუღლე ემინე ერდოღანი თურქეთის ჰუმანიტარულ პოლიტიკას ასე აღწერს: „გვალვები შესაძლოა აფრიკის ბედი იყოს, მაგრამ შიმშილით სიკვდილი ბედი არ არის. მასობრივი სიკვდილიანობა ბედი არ არის. აფრიკის პოლიტიკური სტაბილურობისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედებაში მოყვანასთან ერთად აფრიკის ხალხსაც თვითრწმენა უნდა ჩავუნერგოთ.“

თურქეთის აფრიკის პოლიტიკის ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გაერთიანებული შტაბის, ეკონომიკის სამინიტროს, განვითარების სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ხაზინის სამმართველოს, მასობრივი საბინაო ორგანიზაციის, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს, უმაღლესი საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და საერთო საცხოვრებლების სამმართველოს, წითელი ნახევარმთვარის, საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების გაერთიანების და იუნუს ემერეს ფონდის მნიშვნელოვანი როლი. აფრიკაში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თურქული არასამთავრობო ორგანიზაციები. თურქეთსა და აფრიკას შორის ურთიერთობები დღითიდღე ვითარდება.

სხვა მხრივ ეკონომიკურ სფეროში თურქეთი აფრიკაში განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თურქული კომპანიები აფრიკის ბერ ქვეყანაში მნიშვნელოვან სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ. პრეზიდენტმა ერდოღანმა აფრიკაში ვიზიტის დროს თურქული კომპანიების სამშენებლო ობიექტები დაათვალიერა.

თურქეთის აფრიკის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხი კი FETÖ-ს სკოლები და ორგანიზაციებია. თურქეთი აფრიკის ქვეყნებთან დამყარებული ურთიერთობების შედეგად FETÖ-ს სკოლების დახურვასა და მათი ფონდ „მაარიფი“-სთვის გადაცემის უზრუნველყოფას ცდილობს. ფონდი „მაარიფი“ ტუნისში, ტანზანიაში, სუდანში, სომალიში, სიერა ლეონეში, საო ტომე და პრინსიპში, სენეგალში, ნიგერიაში, მავრიტანიაში, მალიში, კონგოში,  გვინეაში, გამბიაში, ჩადში და ჯიბუტში მთლიანობაში 88 სკოლაში ბავშვებს განათლებას აძლევს. - წერს   პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი ჯან აჯუნი.



მსგავსი ინფორმაციები