სამთა სამიტს თურქეთი უმასპინძლებს

სამიტი 3 აპრილს გაიმართება

სამთა სამიტს თურქეთი უმასპინძლებს

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ასტანის პროცესის გარანტორი ქვეყნების ლიდერთა სამიტი  3 აპრილს თურქეთში გაიმართება.

იგი  თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს მოსკოვში შეხვდა და შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა: "დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ფაქტიურად სამზადისი იქნება 3 აპრილს ანკარაში დაგეგმილი მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომისა“.

თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ხელმძღვანელობენ.

ანკარის ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ასტანის პროცესის სამი გარანტორი ქვეყანის, რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები სტამბოლში რიგით მეორე სამიტს გამართავენ



მსგავსი ინფორმაციები