ბოლო ერთ კვირაში 11 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 11 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბოლო ერთ კვირაში 11 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შედეგად 11 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ტერორგანიზაციებთან ბრძოლის ფარგლებში უსაფრთხოების ძალებმა 12-დან 19 ნოემბრამდე 2 ათას 449 ოპერაცია ჩაატარეს.

ოპერაციების დროს სეპარატისტულ ტერორგანიზაცია PKK-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 153, ფეტულაჰის ტერორგანიზაცია (FETÖ)-სთან კავშირში ეჭვმიტანილი 486, ტერორგანიზაცია დაეშ-თან კავშირში ეჭვმიტანილი 29 და მემარცხენე ტერორგანიზაციებთან კავშირში ეჭვმიტანილი 14 პიროვნება დააკავეს.

არარეგულარულ მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 5 ათას 313 მიგრანტი დააკავეს, კიბერ დანაშაულებებთან ბრძოლის ფარგლებში კი 280 ადამიანის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები ჩატარდა. 



მსგავსი ინფორმაციები