თურქული პრესა 23.10.2017

თურქული პრესის მიმოხილვა

თურქული პრესა 23.10.2017

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა რ.თ. ერდოღანმა გააფრთხილა თურქეთის ალყაში მოქცევის მოსურნეები და თქვა:-„ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, პატივისცემით მივუდგებით, მანამ, სანამ ისინიც პატივისცემით მიუდგებიან ჩვენს კანონებს“.

სტამბოლში იუსტიცია განვითარების პარტიის, ახალგაზრდობის საბჭოს სხდომის მოხსენებაში ერდოღანმა შეაფასა ზოგიერთი მოკავშირე სახელმწიფოების, სირიასა და ერაყში ტერორისტული სახელმწიფოს შექმნისთვის გადადგმული ნაბიჯები. აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გზაზე, თურქეთი გადადგამს საფრთხის აღმოხვრისთვის ყველანაირ ნაბიჯს და ამისათვის არ საჭიროებს არავისგან ნებართვის აღება.

გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, პაკისტანის პრემიერმა შაჰიდ ჰაქან აბბასიმ, სტამბოლში ტესტური ფრენა ჩაატარა თურქეთის წარმოებული სამხედრო ვერტმფრენით „ATAK“-ით. ქება დიდება შეასხა მას და აღნიშნა, რომ, როგორც პილოტს  შეუძლია თქვას, რომ ეს არის მეტად გავლენიანი და მსოფლიოში საუკეთესო ვერტმფრენი.

პაკისტანის შეიარაღებულმა ძალებმა 4 წლის განმავლობაში ყველანაირ პირობებში, წვრილმანი დეტალებით გამოსცადა იგი და მას წარმატებული უწოდა. ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმებისთვის შეხვედრების უკანასკნელი ეტაპი. სწამს, რომ უმოკლეს დროში შესძლებენ ATAK“-ის  შეტანას პაკისტანში.

გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ თურქეთი იწყებს 6 ახალი ტიპის წყალქვეშა ნავის მშენებლობას, რომელიც ძალას შეჰმატებს მას.

წყალბადის საწვავის ტექნოლოგიით მომუშავე წყალქვეშები, უმაღლესი სამამულო საშუალებებით იწარმოება გოლჯუკუს გემთსაშენ ქარხანაში. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ნურედინ ჯანიკლიმ გამოკვეთა რა აშშ-ის, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია პკკას გაგრძელება PYD-თვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდება, აღნიშნა რომ მათი ყველანაირი მზადება და ღონისძიება ეფუძნება შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს, ტერორისტები, ხელში არსებულ იარაღებს თურქეთისკენ მომართავენ. ყველანაირი სიფრთხილის გათვალისწინებით ახდენენ ზომების მიღებას. ღმერთის წყალობით შესძლებენ 100 %-ით სამამულო თავდაცვის ტექნოლოგიის გამოყენებით მის გაშენებას-თქვა მან.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, წინამდებარე სეზონში გაიზრდება ევროპის ყველა რეგიონებიდან თურქეთში ტურისტების შესვლა.

გაზეთი წერს, რომ ანტალიაში, ტურბაზების უფლებამოსილებთან შეხვედრა ჩაატარა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლიმ და აღნიშნა, რომ თურქეთის გარდა სხვა ადგილებში დასასვენებლად მყოფი ტურისტები კმაყოფილებას ვერ გრძნობენ. მათ სურთ თურქეთში ჩამოსვლა. თურქეთი განსხვავდება იმით, რომ კაცთმოყვარეობა გააჩნიათ, მოსწონთ ადამიანების მომსახურება, მათთვის სიამოვნების მინიჭენა. მსოფლიოში პირველია თურქეთი მომსახურების სექტორით.  თურქეთის ავიო ხაზებზე უკეთესი ავიო კომპანია არ არსებობს. საუკეთესონი არიან კერძო ავიო კომპანიები და სასტუმროებიც.

გაზეთ „სტარ“-ის ცნობით, საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიო კინოსთვის საინტერესო, 54-ე საერთაშორისო ანტალიის კინოფესტივალი.  გახსნითი მოხსენებით გამოსულმა ანტალიის მუნიციპალიტეტის თავჯდომარემ მენდერეს თურელმა აღნიშნა, რომ სურთ ფესტივალის ჩემპიონატთა ლიგაში აყვანა.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , პრესა , თურქული

მსგავსი ინფორმაციები