თურქული პრესა 14.02.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 14.02.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით რომელშიც პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმის განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ბინალი ილდირიმმა ქალაქ, ერზინჯანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, აშშ-ს მხრიდან ტერ ორგანიზაცია,  YPG-სათის დახმარებას გამოეხმაურა და განაცხადა: „ეს საკითხი ისეთი ადვილი არ არის, თქვენ ამჯერად სალ კლდეს დაეჯახეთ.“

გაზეთი „Vatan“-ი ნატოს გენერალური მდივნის თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ,  სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაცია მათი ლეგიტიმური თავდაცვის უფლებაა. მისივე თქმით არცერთი ნატოს წევრი ქვეყანა, თურქეთის მსგავსად ტერორიზმის საფრთხეების წინაშე  არ დგას.  

გაზეთი „Haber Türk“ იუწყება, რომ ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ მსხვილი კომპანიების  უცხოური ვალუტით დავალიანების შესახებ ცვლილებების შეტანა კანონში,  ივნისამდე დასრულდება.

„თურქი ბიზნესმენები სუდანში ტურისტულ ქალაქს ააშენებენ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: სამართლიანობის და განვითარების პარტიის დენიზლის დეპუტატმა, შაჰინ თინმა განაცხადა, რომ თურქი ბიზნესმენები სუდანში ტურისტულ ქალაქს ააშენებენ. მისივე თქმით, წითელი ზღვის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ,  მათ, სუდანის პორტში 10 ათას კაციანი ტურისტული ქალაქის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს რა, აღნიშნული პროექტის განხორციელება  250 მილიონი დოლარი დაჯდება. პროექტში თურქი არქიტექტორები იქნებიან ჩართული.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ გერმანიიდან თურქეთში საზაფხულო არდადეგების დროს დასასვენებლად  წინასწარმა შეკვეთებმა ახალი წლის შემდეგ 50%-ით გაიზარდა. ბერლინის ტურიზმის მრჩეველმა, ჰუსეინ გაზი ჯოშანმა განაცხადა, რომ გერმანელებმა თურქულ ბაზარზე ისევ დაბრუნდნენ. მისივე თქმით ტურიზმის სფეროში მიმდინარე წელს უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან გერმანიიდან.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები