თურქული პრესა 20.04.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 20.04.2018

 

                         

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Haber Türk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას და მის ფარგლებში წუხელ, თავის ჩინელ კოლეგა ში ძიანპინგს   ესაუბრა და ძირითადი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, სირიაში შექმნილ მდგომარეობას დაუთმეს რა, ხაზი გაუსვეს დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის აღდგენის მნიშვნელობას

Star-ის კორესპონდენტი ჰოლანდიიდან იუწყება, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე და უპასუხა რა დეპუტატთა კითხვებს ანკარის მხრიდან მოსკოვისგან S-400 ტიპის რაკეტების შესყიდვის თაობაზე, თქვა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რუსეთისგან შესყიდვა თურქეთის ეროვნული გადაწყვეტილებაა, რადგან, აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ანკარის მხრიდან ნაყიდი სისტემა ინტეგრირებული იქნება ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის საერთო სისტემაში

“კატარი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ“, ასეთი სახელწოდების სტატის აქვეყნებს Vatan-ი და მასში ვკითხულობთ: 22-29 აპრილს, კატარის მასპინძლობით “Şahin-20“ სახელწოდების სამხედრო მანევრი მოეწყობა, რომელშიც თურქეთის და კატარის სამხედრო საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას და ეს მანევრი მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის, ურთიერთთანამშრომლობის, კოორდინაციისა და  გამოცდილების გაზიარება

Vatan-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მხრიდან გლობალური მეწარმეობის კონგრესზე წამოყენებულ წინადადებას, რომ სახელმწიფოები სესხებს დოლარში იღებენ და მისი ფასის გამუდმებით ზრდის გამო შემდეგ უჭირთ მისი დაბრუნება, ამიტომაც ეს სესხი ოქროთი გააკეთონ, მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერდოღანის ამ წინადადებას განსაკუთრებით დადებითად გამოეხმაურნენ ეკონომისტები, რომელთა აზრითაც ვალების ოქროთი აღების შემთხვევაში პოლიტიკური მანიპულაციები აღარ იქნება, ხოლო ამის პარალელურად უფრო მარტივი გახდება საერთაშორისო ვაჭრობა და ამასთან ხელი შეეწყობა გლობალურ თანამშრომლობასაც.

Hürriyet-ის ცნობით, თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ბატმანის ოლქში შემავალი ისტორიული დასახლება ჰასანქეიფი, აქ მშენებლობა მიმდინარე კაშხლის გამო მალე წყლის ქვეშ დარჩება და ამიტომ მის სანახავად რეგიონს ათასობით ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი ეწვია, რათა მოასწრონ ამ ულამაზესი დასახლების ჩაძირვამდე ნახვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის კულტურის სამინისტრომ ამ დასახლების ზუსტი ასლი ააშენა ამავე ოლქში, ასე რომ, ჰასანქეიფი რუკიდან არ გაქრება, წერს ჰურრიეთი



მსგავსი ინფორმაციები