თურქული პრესა 20.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 20.07.2018

 

                  

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Star-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ლიდერებს შორის აფრიკის ქვეყნებში ყველაზე მეტი ვიზიტები თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა განახორციელა და იგი კიდევ ერთხელ ეწვევა ამ შავ კონტინენტს, რადგან, იგი მიწვეულია  BRICS-ის, ე.ი. ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან შემდგარ ეკონომიკური ორგანიზაციის ფორუმზე, რომელიც 25-27 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ იოჰანესბურგში გაიმართება. ამ სამიტზე ხსენებული ორგანიზაციის თურქეთთან ურთიერთობების მომავალს დეტალურად განიხილავენ, წერს სტარი

“ანკარამ პროტესტი განუცხადა ტელ ავივს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Vatan-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთმა მკაცრად დაგმო და გააპროტესტა ისრაელის პარლამენტის მხრიდან დამტკიცებული კანონპროექტი, რომელიც ისრაელს "ებრაელი ერის სახელმწიფოდ" აღიარებს. “ეს კანონი ფეხ ქვეშ თელავს როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე პალესტინელების ადამიანურ უფლებებსაც", ხაზგასმულია ანკარის მხრიდან გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, ვკითხულობთ ვათანში

Sabah-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ  ვენესუელის ხელისუფლებამ და სამთო-მინისტრმა ვიქტორ განომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო სამთო კომპანიამ და  ოქროს მომპოვებელმა მცირე საწარმოებმა მოპოვებული ოქროს ზოდები გადამუშავებისა და ფულად გადაქცევის მიზნით თურქეთში გამოაგზავნონ

Haber Türk-ი იტყობინება, რომ თურქული წარმოების რევოლვერი, 2 წელი ზედიზედ აშშ-ში წლის საუკეთესო იარაღად გამოცხადდა, რამაც უცხოელების დიდი დაინტერესება გამოიწვია და პირველი შეკვეთა თურქეთმა ფილიპინებიდან მიიღო რა, ამ ქვეყანას 4,6 მილიონი დოლარის ღირებულების 10 ათასი ცალი თურქული რევოლვერი გაუგზავნა

Sabah-ი კულტურის და ტურიზმის გვერდზე ქვეყნის შიდა ტურიზმს ეხება და წერს, რომ ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე თუზგიოლი, ე.ი. მარილიანი ტბა, თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჭარბტენიან ტბას წარმოადგენს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიური მრავალფეროვნებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ ყურადღებას იქცევს თავისი ბუნებრივი სილამაზითაც და ამიტომ ამ ბოლო წლებში თუზგიოლი ამ რეგიონის ერთ ერთ მძლავრ ტურისტულ ცენტრად გადაიქცა



მსგავსი ინფორმაციები