თურქული პრესა 21.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 21.09.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა 

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით გუშინ  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრა ჩატარდა. 5 საათიან შეხვედრაზე იდლიბის შეთანხმება განიხილეს. ასევე ნათელი მესიჯი გაუგზავნეს მანბიჯის და სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-ს საკითხზე აშშ-ს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ველოდებით მანბიჯის საკითხზე შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესრულებას. ჩვენს სამხრეთ საზღვარზე გადაჭიმული რეგიონის ტერორისგან გაწმენდის სამუშაოები კიდევ უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა, მომდევო სამი წლისთვის ეკონომიკური ხედვის შემცველი ახალი ეკონომიკური პროგრამა გამოაქვეყნა. ალბაირაქმა აღნიშნა, რომ 2019 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,3%, ინფლაციისა კი 15,9%-ია.

თურქეთის ტექნოლოგიური გუნდის ფონდის ხელმძღვანელობით ორგანიზებული სტამბოლის ავიაციის, კოსმოსისა და ტექნოლოგიური ფესტივალი TEKNOFEST-ი გუშინ გაიხსნა - წერს გაზეთი „საბაჰი“. ფესტივალზე წარმოდგენა გამართა თურქეთის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში მყოფი საჰაერო ძალების აკრობატულმა გუნდმა „თურქეთის ვარსკვლავებმა“ და მან მნახველების დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზეთი „სტარი“ იტყობინება, რომ იტალიის ტოსკანას რეგიონში ბოლო თვეებში სოფლებში მგლების გახშირებული შემოსევების აღსაკვეთად თურქული სივასის კანგალის ჯიშის ძაღლების შეძენის მოწოდება გაკეთდა. ბოლოს, გუშინ წინ ღამით ქალაქ სიენას ახლოს ერთ-ერთ ფერმაში 70 ცხვრის, გლების თავდასხმის შედეგად განადგურების გამო, ტოსკანას რეგიონის საკრებულოს წევრმა, რობერტო სალვანიმ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კიდევ ერთხელ წამოაყენა სივასის კანგალის ტიპის ძაღლების გამოყენების წინადადება.

და ბოლოს, გაზი „ვათანი“-ს ცნობით, ელაზიღში მდებარე ანტიკურ ქალაქ ჰარპუტში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ურარტუების დროინდელი და რომაულ პერიოდშიც გამოყენებული, სავარაუდოდ, არისტოკრატების 5 კლდის საფლავი აღმოაჩინეს. დაცვისა და კონტროლის ბიუროს ხელმძღვანელმა, ხელოვნების ისტორიკოსმა ქადირ ატიჯიმ აღნიშნა: „ჰარპუტში ჩატარებულ არქეოლოგიური გათხრებსა და სარესტავრაციო სამუშაოებს კიდევ ერთი დავამატეთ. კლდეში ნაკვეთ სამარხებს იუნესკო-ს პროცესში მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.“  


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები